Aerosmith-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 99 პროცენტი 3 საათში გაიყიდა

შაბათი, 25 თებერვალი, 2017 - 16:08

ამერიკული როკჯგუფი Aerosmith-ის კონცერტის მიმართ გამოხატულმა ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბილეთების გაყიდვა დღეს, დილის 9:00 საათზე დაიწყო და დღის 12:00 საათისთვის ბილეთების 99% უკვე გაყიდული იყო.

 Google analytics-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს გარდა, აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მეზობელი ქვეყნებიდან:  სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი.  ასევე, დიდი დაინტერესებაა შავი ზღვის სანაპიროს სასტუმროებში განთავსებაზე, რაც ხელს შეუწყობს 2017 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას.

Check In Georgia-ს პროექტის ფარგლებში, 20 მაისს, Black Sea Arena როკის შემსრულებელ, ყველა დროის საუკეთესო ჯგუფს Aerosmith-ს უმასპინძლებს. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული  ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46