ირაკლი კობახიძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

შაბათი, 25 თებერვალი, 2017 - 15:48

 ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ დაღუპული გმირების ხსოვნას. ეს გმირები დაიღუპნენ ოკუპაციასთან, გასაბჭოების წინააღმდეგ ბრძოლაში. სამწუხაროა, რომ ოკუპაცია არის ის საკითხი, რომელიც დღემდე ძალიან აქტუალურ პრობლემად რჩება ჩვენთვის და ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე მემორიალთან პრემიერ მინისტრ გიორგი კვირკვაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ირაკლი სესიაშვილი, მამუკა მდინარაძე და ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ. დეპუტატებმა დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4