ოსკარის სირიელ ნომინანტს ამერიკაში შესვლა აუკრძალეს

შაბათი, 25 თებერვალი, 2017 - 18:16

აშშ-ის საემიგრაციო სამსახურმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა 21 წლის სირიელ ოპერატორს, რომელიც სირიის სამოქალაქო თავდაცვის მოხალისე გმირებზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა, აღნიშნულის შესახებ Associated Press- ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის გადაწყვეტილება ოპერატორ ჰალედ ჰატიბუსათვის ბოლო წუთს გახდა ცნობილი,  მას ამერიკული ვიზაც ჩაურტყეს, თუმცა „თურქეთის ავიახაზებმა“, რომელიც სტამბული - ლოს-ანჯელესის მიმართულებით მიფრინავდა, მას თვითმფრინავიდან ჩასვლის უფლება არ მისცა.

როგორც სააგენტო იუწყება, აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურმა ოპერატორს ბოლო მომენტში უარი უთხრა, რადგან მასთან დაკავშირებით „უარყოფითი ინფორმაცია“ მიიღეს. 

ინციდენტი ტრამპის განკარგულების ფონზე მოხდა, რომელიც იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც ძირითადად მუსლიმები ცხოვრობენ, ქვეყანაში შესვლის უფლებას უკრძალავს.

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „თეთრი ჩაფხუტები“  Netflix-მა 26 თებერვალს, ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოვებაზე საუკეთესო დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაზეა წარდგენილი. ფილმი სირიის ომის მოხალისე გმირებზე მოგვითხრობს.

თეთრი ჩაფხუტები ცნობილი მას შემდეგ გახდნენ, რაც 2014 წელს, მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ბავშვი გამოიყვანეს. ასევე 2016 წლის აგვისტოში, როდესაც ჯგუფმა ომრან დაქნეშის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა.

5 წლიანი სირიის სამოქალაქო ომის შედეგად საერთო ჯამში,  130 მაშველი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5