"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

შაბათი, 25 თებერვალი, 2017 - 13:46

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას.

მათ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქ მოსვლა და იუნკერთა ხსოვნისთვის პატივის მიგება თითოეული ქართველის განსაკუთრებით კი, ახალგაზრდის ვალია, რადგან, ჩვენმა თანატოლებმა ამ დღეს თავი შესწირეს საქართველოს ერთიანობას.“ - განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის“ თავმჯდომარემ, ბექა სამუშიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46