რა ელის ტრამპს, პუტინს, მერკელსა და ერდოღანს - ჰონკონგელი ნათელმხილველის წინასწარმეტყველება

პარასკევი, 24 თებერვალი, 2017 - 23:04

ჰონკონგელი ნათელმხილველი პრისტილა ლამი ამერიკელ ჟურნალისტებთან  მსოფლიოს გავლენიანი ლიდერების მომავალზე პროგნოზებს აკეთებს.

ნათელმხილველი ამბობს, რომ დონალდ ტრამპს  პრობლემები ელოდება  ცივ სეზონზე. წინასწარმეტყველის თქმით, რადგან  აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ცეცხლის წელიწადშია  დაბადებული, მას წარმატებები ელოდება თბილი თვეების პერიოდში  - გაზაფხულსა და ზაფხულში. შემოდგომასა და ზამთარში ტრამპი დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდება. კერძოდ, ქვეყანაში მასობრივ საპროტესტო აქციებს უნდა ველოდოთ.

 რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით მათელმხილველის პროგნოზი ბევრად ოპტიმისტურია. "დრაკონი ძლიერია და შეუძლია წავიდეს, სადაც უნდა - მას შეუძლია  წყალში ცურვა და ჰაერში ფრენა, ვარსკვლავების განლაგება მის ძლიერ ლიდერობას უწყობს ხელს", - ამბობს  პრისტილა ლამი და რუსეთის ეკონომიკის აყვავებასაც წინასწარმეტყველებს.

რაც შეეხება  გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, ნათელმხილველი მას ძლიერ ხეს ადარებს, რომლის  "ფესვები უფრო და უფრო  ღრმად მიდიან მიწაში." პრისტილას თქმით, მერკელი კეთილი  გულით გამოირჩევა და ამიტომაცაა კეთილგანწყობილი ლტოლვილების მიმართ. კანცლერს  კეთილი  ზრახვები  ზაფხულში  პრობლემებად შემოუბრუნდება, თუმცა  შეძლებს მის გამკლავებას.

ჰონკონგელი ნათელმხილველ არცთუ სახარბიელო მომავალს უწინასწარმეტყველებს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს.

"მისი თვალები ამბობენ, რომ მოსახლეობა მხარს არ უჭერს, ხოლო პირის მიდამოში არსებული ნაკეცები მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობაში  ქვეშევრდომები უღალატებენ", - ამბობს პრისტილა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43