მამა გიორგის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას

პარასკევი, 24 თებერვალი, 2017 - 20:40

მამა გიორგის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას, - ეს განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მიხეილ რამიშვილმა და გიორგი ფანცულაიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთეს.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ შაბათ-კვირას დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ზეწოლა განხორციელდეს და  სახალხო დამცველსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.

"მე ვთხოვ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, რომ ხვალ - შაბათს, ზეგ - კვირას, აუცილებლად ინახულოს მამა გიორგი. დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ყველანაირი ზომები, რომ  ის ეჭვი, რაც ჩვენ, კოლეგებს გვაქვს, რომ მამა გიორგის შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს, აღმოფხვრილი იყოს", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

როგორც ცნობილი ხდება, დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა არ შედგა. დღეს ექსპერტიზისთვის მამა გიორგის ხმისა და ხელწერის ნიმუშები აიღეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44