ქალაქი ბურგერი არ არის! - ლაშა მესხი „მაკდონალდსის“ მშენებლობას აპროტესტებს

პარასკევი, 24 თებერვალი, 2017 - 22:13

საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლაშა მესხი ქუთაისის ისტორიულ ცენტრში „მაკდონალდსის“ რესტორნის მშენებლობას აპროტესტებს.

როგორც  "ჯეონიუსთან"  ლაშა მესხი აცხადებს, ქუთაისში, ისტორიულ მოედანზე იგეგმება  სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ქალაქის იერსახის დამახინჯებას ქუთაისლები არ დაუშვებენ.

 „ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოებას კარგი ტესტის გავლა მოუწევს. თავის დროზე როგორც ისტორიულ, ასევე გარეუბნებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ისე განხორციელდა, რომ ადგილობრივებისთვის აზრი არავის უკითხავს. დღეს ისტორიულ მოედანზე, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათია, იგეგმება პოპულარული, თუმცა მეორეხარისხოვანი სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობა. გულს უხარია, როცა ყველანაირი პოლიტიკური თუ რელიგიური გავლენებისგან თავისუფალი ახალგაზრდები უბრალოდ იკავებენ სივრცეს და არ აძლევენ მშენებელს ამ ოდიოზური პროექტის განხორციელების საშუალებას. იმედია, რომ ეს მოძრაობა განვითარდება და არ იქნება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის „ახირება“...  ქუთაისს სჭირდება იერსახე! რეალური თვითმმართველობა და ძლიერი მოქალაქეები. ქალაქი ბურგერი არ არის!“ - აცხადებს  ლაშა მესხი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4