“ჯიპიაი ჰოლდინგი” 300 სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს

პარასკევი, 24 თებერვალი, 2017 - 14:53

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმი საინფორმაციო სისტემა www.worknet.gov.ge -ზე დარეგისტრირებულ მოქალაქეებს 300 სამუშაო ადგილს სთავაზობს.

სამუშაოს მაძიებლებს საშუალება მიეცათ დამსაქმებელთან გაევლოთ გასაუბრება, გაეცნენ საცალო გაყიდვების სპეციალისტის სამუშაოს და მოისმინეს რეალური ისტორიები სამუშაოს მაძიებლების პერსპექტივებსა და წარმატების მიღწევის რეალური შანსების შესახებ.

გასაუბრებას ფორუმზე ჯიპიაი ჰოლდინგის 40 წარმომადგენელი დაესწრო. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ჩართული იყო ფორუმის ორგანიზებაში და უზრუნველყო სადაზღვევო კომპანიის „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევა და შერჩეული კანდიდატების დასაქმების ფორუმზე მიყვანა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე.

დასაქმების ფორუმი 24 თებერვლამდე გაგრძელდება. კომპანია დასაქმების მასშტაბურ პროგრამას ახორციელებს და პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს.

სადაზღვევო კომპანია პროექტის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღუარებად სამსახურს სთავაზობს. ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს და მუდმივად მზარდია,

გაყიდვების სპეციალისტის გამოცდილებიდან და პორტფელიდან გამომდინარე. 20-22 თებერვალს ფორუმები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც 2000 - მდე სამუშაოს მაძიებელმა გაიარა გასაუბრება. ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების კვირეული 25 თებერვალს, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, თბილისის დასაქმების ფორუმით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42