მოლდოვას ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილებას პრაქტიკაში ნერგავს

პარასკევი, 24 თებერვალი, 2017 - 12:54

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების მოდელმა, რომელიც არაერთხელ იყო აღიარებული პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორც ერთ-ერთი წარმატებული და ეფექტიანი, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მოლდოვაში.

მოლდოვას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინა ლოზანის სამადლობელო წერილში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისადმი ნათქვამია: "მოლდოვის ადვოკატთა ასოციაციის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მოლდოვას ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერისათვის, მადლობა გადავუხადოთ თქვენს ორგანიზაციას და ბატონ ირაკლი ყანდაშვილს პირადად მისი უშუალო ჩართულობისათვის 2016 წლის 1 ოქტომბერ-ნოემბერში ორგანიზებულ სემინარში, რომელიც ეძღვნებოდა თემას: მოლდოვას ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარება, განგრძობადი იურიდიული განათლების სტანდარტები და სტრუქტურა, მსურს ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილების გაზიარებამ განგრძობადი იურიდიული განათლების რეგულაციების, კუთხით და პროფესიაში შემოსვლის ქართული მოდელი (არსებული და სამომავლო გეგმები), განსაკუთრებით კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების ამჟამინდელი ელექტრონული სისტემა მეტად ღირებულია მოლდოვას ადვოკატთა ასოციაციის სამომავლო განვითარების თვალსაზრისით“.

როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, ასოციაცია აქტიურად გააგრძელებს საკუთარი გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებას და მაღალი პროფესიული სტანდარტის ქვეყანაში დანერგვას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39