ევროსასამართლოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიას კახა კახიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს - „თავისუფალი საქართველო"

პარასკევი, 24 თებერვალი, 2017 - 12:32

 სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გასაგზავნი მოსამართლის შესარჩევ სპეციალური სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელად კვლავ იუსტიციის მინისტრის დანიშვნას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აპროტესტებს და საზოგადოების აზრის მიმართ უპატივცემულობად აფასებს.

 „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის  თენგიზ ომანიძის განცხადებით, ევროსასამართლოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიას კახა კახიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს.

"სამარცხვინო მოვლენის შემდეგ, როდესაც ევროსაბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა წულუკიანის მიერ შერჩეული ევა გოცირიძე სხვა კანდიდატებთან ერთად დაიწუნა - ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გასაგზავნი მოსამართლის შესარჩევ სპეციალურ სამთავრობო კომისიას კვლავ იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. ეს არის საზოგადოების აზრის მიმართ მკაფიოდ გამოხატული უპატივცემულობა, რითაც ხელისუფლება გვამცნობს, რომ მას არ აინტერესებს არც ქვეყნის შიგნით საზოგადოების აზრი ამ საკითხზე და არ ადარდებს არც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის გოცირიძე-მურუსიძე-წულუკიანის ტრიო ბევრად უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე ევროპული სტრუქტურები. მომხდარი სკანდალის შემდეგ, ყველა თავმოყვარე ქვეყნის მინისტრი დაუყოვნებლივ დატოვებდა თანამდებობას, თუმცა გვესმის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მსგავსი პრინციპულობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ამიტომ „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს მთავრობას, გამოიჩინოს მცირედი პატივისცემა კონკურსში მონაწილე სახელისუფლებო ლობისგან დამოუკიდებელი კანდიდატების მიმართ და კომისიის ხელძღვანელობა ჩააბაროს შედარებით მაღალი ნდობის მქონე სამთავრობო გუნდის წევრს - სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს ბატონ კახა კახიშვილს", - აცხადებს  „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე  თენგიზ ომანიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46