ცუდად მიცნობთ, ფარისეველთა საბჭო! - ირინა სარიშვილი პატრიარქთან დეკანოზ მამალაძის შეხვედრას ითხოვს

ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017 - 18:12

პოლიტიკოსი და ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი პატრიარქთან დეკანოზ მამალაძის შეხვედრას ითხოვს და მის დასაცავად მრავალრიცხოვანი აქციების გამაერთვასაც არ გამორიცხავს.

"დაფაცურდნენ, არ იცოდნენ რა ექნათ ცალკე დაცვას და ცალკე სხვებს. ვერ მოიძებნა ვერც ერთი ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეტყოდა რომ მისული ვარ. დანარჩენმა ყველამ გაიგო. ხაზს ვუსვამ – ყველამ. საშვთა ბიუროში დავტოვე ყველა კოორდინატი (ვითომ არ იციან) და ველოდები ზარს – როგორც კი შეატყობინებენ, დაგირეკავთო.

უმძიმესი მდგომარეობაა და საპატრიარქოს რიგითი თანამშრომლები, რომლებსაც არაფერს არ ვერჩი, კარგად გრძნობენ ამას. მადლობა ტელევიზიებს, რომლებმაც ჩემი მისვლისთანავე ჩამწერეს და ამას საინფორმაციო გადაცემებიდან შეიტყობთ.

არ გავჩერდები არავითარ შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს ან მის მორალურ განადგურებას! იქაც ვუთხარი ჟურნალისტებს და აქაც გავიმეორებ: თუ ვერ მოხერხდება პატრიარქთან შეხვედრა, ტელევიზიების და სოციალური ქსელის დახმარებით საჭიროა მრავალრიცხოვანი აქცია სიმართლის დასაცავად!

ერთადერთი მეუფე, რომელიც ამ დრომდე ადექვატურ, მოზომილ და სწორ განცხადებებს აკეთებს – მეუფე პეტრეა! არ გავჩერდები და არ მოვითმენ ამ უსამართლობას, საერთოდ მარტოც რომ დავრჩე!

ცუდად მიცნობთ, ფარისეველთა საბჭო!!! კიდევ და კიდევ ვიმეორებ: პატრიარქი აუცილებლად უნდა შეხვდეს დეკანოზ მამალაძეს!", - აცხადებს ირინა სარიშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39