აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით, ხოჯალის ტრაგედიის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017 - 13:42

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით, „ქორთიარდ მარიოტში“ ხოჯალის ტრაგედიის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, ხოჯალის ტრაგედია გენოციდად მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საპარლამენტო აქტებით აღიარეს. გენოციდი აღიარა ბოსნია და ჰერცოგოვინის, კოლუმბიის, ჩეხეთის, ჰონდურასის, იორდანიის, მექსიკის, პაკისტანის, პანამის, პერუს, რუმინეთის, სუდანის პარლამენტებმა და ასევე შეერთებული შტატების 20-მდე საკანონმდებლო ორგანომ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ტერორიზმის კვლევის ცენტრისა და მედიაჰოლდინგის  ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია.

"ძალიან სამწუხაროა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულებამ დღემდე ზომები ვერ მიიღო და ამ საზარელი დანაშაულის ორგანიზატორები დაუსჯელები დადიან", - განაცხადა ბადრი ნაჭყებიამ. 

1992 წლის 26 თებერვლის გამთენიისას, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყოფილი საბჭოთა კავშირის არმიის 366-ე პოლკის ქვეითების დახმარებით, მთიან ყარაბაღში ქალაქი ხოჯალი აიღეს. დამპყრობლებმა ხოჯალი მთლიანად გაანადგურეს და მშვიდობიანი მოსახლეობა განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია ასობით ადამიანი, მათ შორის - 63 ბავშვი, 106 ქალი, 70 მოხუცი, დაშავდა და დაიჭრა 500-მდე, ხოლო 150 ადამიანი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება .

ღონისძიებაზე 1992 წლის 26 თებერვლის მოვლენების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებაც გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39