მიხეილ სააკაშვილს უკრაინელი უფლებადამცველი ეროვნული შუღლის გაღვივებისთვის პროკურატურაში უჩივის

ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017 - 16:40

უკრაინაში ადამიანის უფლებათა დამცველმა ოლეგ კურჩინმა გენერალურ პროკურატურაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ოლეგ კურჩინი მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევისთვის და ეროვნული შუღლის გაღვივებისთვის უჩივის.

მოსარჩელე თვლის, რომ საჯარო გამოსვლებში სააკაშვილი შეურაცხყოფას აყენებდა იმ რეგიონს, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და უფლებადამცველი ყოფილი გუბერნატორის გამოსვლებს იხსენებს, როდესაც ის სეპარატისტულ რეგიონსა და ხელისშემშლელ გარემოებებს ასახელებდა.


 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46