ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომით გაიხსნა

ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017 - 14:37

ვენაში, ჰოფბურგის კონგრეს ცენტრში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა. საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა პირველი შეხვედრა მუდმივმოქმედ კომიტეტში გამართეს და ზამთრის სესიის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.

საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მიმართა და 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობაზე მადლიერება გამოხატა.

„როგორც დელეგაციის ახალი ხელმძღვანელს, მსურს, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ თბილი მიღებისთვის და გამოვხატო მადლიერება სადამკვირვებლო მისიის მიმართ, საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებაში მონაწილეობის გამო, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის და ანგარიშები, რომლებიც მომზადდა სადამკვირვებლო მისიების მიერ, მკაფიოდ უსვამდა ხაზს ერთ მნიშვნელოვან პუნქტს - საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნის ლიდერია. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციის გაგრძელების ერთგულია. ჩვენ ძალიან დავაფასებთ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან, თქვენთან, რომ ეს გზა გავაგრძელოთ. მოველი თქვენთან და ჩვენს პარნტიორებთან თანამშრომლობას მომავალშიც და რა თქმა უნდა, ადრე აღნიშნული ხარვეზების განხილვას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განსახილველ საკითხებზე შეფასება საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა გააკეთა. მისი განცხადებით, ორი დღის განმავლობაში სესიის მონაწილეები მნიშვნელოვან დისკუსიებს და დებატებს გამართავენ, ერთ-ერთი მთავარი თემა კი „კრიზისის პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვა“ იქნება.

„ჩვენი ამოცანაა ის რეზოლუციები და პროექტები, რომლებიც მომზადდება უკვე ზაფხულის სესიისათვის, აისახოს ის პრიორიტებები, რომელიც აქვს საქართველოს“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5