რატომ არ დგება დღემდე პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი? - არჩილ გამზარდია

ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017 - 12:58

მე ორი რამ მაკვირვებს - რატომ არ დგება დღემდე პატრიარქის დაცვის უფროსის პასუხისმგებლობის და ერთ-ერთი გავრცელებული ვიდეოს ავტორის ვინაობის გარკვევის საკითხი”, - ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა, არჩილ გამზარდიამ განაცხადა.

გამზარდია თვლის, რომ უნდა დაიკითხოს მიტროპოლიტი პეტრეც, რადგან ის ინფორმირებულია მომხდარის შესახებ და დეკანოზ მამალაძეს უდანაშაულოდ აცხადებს. გამზარდია თვლის, რომ უნდა დადგეს პატრიარქის დაცვის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხიც.

„უნდა დაიკითხოს მიტროპოლიტი პეტრე, რადგან ის გამუდმებით ამტკიცებს, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, არაა გამორიცხული, ის ზემოქმედებას ახდენდეს დეკანოზ მამლაძეზე, მიტროპოლიტი გადაჭრით აცხადებს, რომ დეკანოზი უდანაშაულოა და ის ბრალს სდებს სახელმწიფოს. რატომ არ ხდება ამ შემთხვევაში მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებების უფრო ძირეული კვლევა. ასევე, პატრიარქის დაცვის უფროსი აცხადებს, რომ ის არ იყო ინფორმირებული ვინ იღებდა ვიდეოს. ეს არის მისი გულგრილი დამოკიდებულება და მაინტერესებს, რატომ არ აყენებს პროკურატურა პატრიარქის დაცვის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხს “, - განცხადა არჩილ გამზარდიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46