საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვევა

ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017 - 12:56

2-3 მარტს საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს. მათ საქართველოში გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია უმასპინძლებს.

სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს - ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს.

ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის. მაღალი დონის ვიზიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ნატო-საქართველოს ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის და მუდმივი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. ვიზიტი ნატო-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციაზე მსჯელობის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო პირები ადგილზე, უშუალოდ გაეცნობიან ნატო- საქართველოს შორის არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობებს. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას და გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირისპირ შეხვდება.

სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ საქართველოს მონაწილეობით ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის სტუმრობა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), სადაც ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში გადასროლისწინა საჩვენებელი წვრთნა გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო პირები გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მოინახულებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4