საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 80 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1182 ფაქტი

ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017 - 11:57

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა. 2017 წლის 21-22 თებერვალს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 80 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 11 ფაქტი; ჯანმრთელობის დაზიანების (სსკ-ს 117-ე და 118-ე მუხლები) – 2 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 5 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (სსკ-ს 238-ე პრიმა მუხლი) – 2 ფაქტი; პოლიციამ 2 ძებნილი პირი დააკავა.

დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1182 შემთხვევა, მათ შორის: წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 5 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 24 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 18 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 18 ფაქტი. საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 პისტოლეტი, 1 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 სანადირო თოფი, 72 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 169 საბრძოლო ვაზნა.

ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 3 შეკვრა ჰეროინი, 125 აბი „სუბოქსინი“, 1 შეკვრა ე.წ. „ბიო“ და სხვა. საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 38 პირი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4