კონგოში ტყვედ აყვანილი სოსო ოსურაულის გამოსასყიდად ამბოხებულები მილიონ დოლარს ითხოვენ

ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017 - 11:47

 კონგოში ტყვედ აყვანილი ყოფილი სამხედრო პოლკოვნიკ სოსო ოსურაულის გამოსასყიდად ამბოხებულები მილიონ დოლარს ითხოვენ.

როგორც ცნობილი ხდება, კონგოში ამბოხებულებმა სამხედრო ვერტმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს. ვერტმფრენში მყოფი  საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროებიდან პილოტი სოსო ოსურაული ტყვედ იქნა აყვანილი,  ხოლო მეორე ქართველი სამხედროს გამოყვანა მოხერხდა და ის მკურნალობას უსაფრთხო ადგილას გადის.

 საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებით, პრეტორიაში  საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლებასთან და უწყება ყველაფერს გააკეთებს მისი მოქალაქეების მშვიდობიანად დაბრუნებისთვის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45