ნასას სენსაციური აღმოჩენა - დედამიწის მსგავსი პლანეტები, სადაც თეორიულად სიცოცხლე არსებობს

ოთხშაბათი, 22 თებერვალი, 2017 - 23:10

ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ შვიდი ახალი პლანეტის აღმოჩენის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლებიც ძალიან ჰგავნან დედამიწას.

ნასას ინფორმაციით, პლანეტები აღმოჩენილია მზის სისტემიდან  40 სინათლის წელიწადის მანძილზე, ისინი დაახლოებით დედამიწის ზომისანი არიან და მათგან სამზე თეორიულად სიცოცხლე არსებობს. პლანეტები   ულტრა  წითელი ჯუჯა ვარსკვლავების ორბიტაზე Trappist-1 აღმოაჩინეს.

 "მეორე დედამიწის აღმოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, კითხვა ასე დგას - როდის", - განაცხადა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე  ნასას სამეცნიერო მისიების დირექტორატის მოადგილემ თომას ცურბიუჰენმა.

ასტრონომებმა ახალი პლანეტები კოსმოსურ ტელესკოპ "Spitzer"-ის საშუალებით აღმოაჩინეს და ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა უწოდეს, რაც კი ამ ტელესკოპის დახმარებით მოხერხდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41