ჩვენ ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული გარე შოკებზე - გიორგი გახარია ლარიზაციის პროგრამაზე

ოთხშაბათი, 22 თებერვალი, 2017 - 13:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ლარიზაციის პროგრამის შესახებ კომენტარს აკეთებს.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დოლარიზაციის დონე ჩვენი ეკონომიკის სერიოზული რისკია. ამიტომ ლარიზაციის ის პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ იყო არჩეული, არის ძალზე მნიშვნელოვანი და ძალზე გრძელვადიანი მიმართულება, და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ესაა ფუნდამენტური ცვლილება ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებისთვის. ამან უნდა შესძინოს ეკონომიკას მეტი მდგრადობა, ჩვენ ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული გარე შოკებზე და ა.შ. თუმცა, გალარების კომპონენტი - ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული სოციალური ნაბიჯი, ასევ ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნება, სოციალური პასუხისმგებლობის აღქმის შედეგად მოსახლეობისთვის შეთავაზებული. ვინც ეს შეთავაზება მიიღო, მათ ისარგებლეს ამ პროდუქტით, ხოლო ვინც არ მიიღო და გადაწყვიტა, რომ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, სჯობს დარჩეს იმ სტრუქტურულ პორტფელში, როგორიც აქვს - ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული, ხოლო გალარების ნაწილი ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი - ვინც ჩათვალა, რომ ეს მათთვის მომგებიანი იყო, ეს ნაბიჯი გადადგა. ბევრი იქნება ეს თუ ცოტა, ამას დღეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ არის კონცეპტუალური თემა - კონცეპტუალური თემა ის გახლავთ, რომ ჩვენ მივდივართ ლარიზაციის მიმართულებით, რაც სწორი გადაწყვეტილებაა“

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5