დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს - მიხეილ რამიშვილი

ოთხშაბათი, 22 თებერვალი, 2017 - 14:14

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მამალაძე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემამდე, პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, დეკანოზს სურს, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემამდე,  დეტალური ინფორმაცია სინოდსა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს მიაწოდოს.

 „ის ძალიან დიდი თხოვნით მიმართავს, პირველ რიგში, პატრიარქს, თუ ექნება მას საშუალება და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებლობა, მას დიდი სურვილი აქვს, სანამ წინასწარ გამოძიებისთვის მისცემს ჩვენებას, ეს ჩვენება და ყველაფერი უთხრას პირადად პატრიარქს. თუ ვთქვათ, ვინიცობაა და, პატრიარქი ვერ შეძლებს, ის მზად არის და ელოდება წმინდა სინოდიდან, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, მოვიდნენ და მას სურვილი აქვს პირდაპირ საქმის კურსში დეტალურად მოუყვეს და უთხრას, თუ რასთან არის რეალურად საქმე. ჩვენ დიდი მოწიწებით და დიდი იმედით ვართ განწყობილი რომ საპატრიარქოდან იქნება ადეკვატური პასუხი და ქმედება განხორციელებული“, - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

განცხადება ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა  ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზის მონახულების შემდეგ გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59