თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესების ეროვნულ რაუნდში გაიმარჯვეს

სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017 - 14:33

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა გიორგი ნაკაშიძემ, გიორგი ბაიძემ, მარიამ ბეჟანიშვილმა და დავით ჯავახიშვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესების ეროვნულ რაუნდში გაიმარჯვეს.

თსუ გუნდის მწვრთვნელი იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასისტენტი საბა ფიფიაა.

ეროვნულ რაუნდში გამარჯვებული თსუ-ს გუნდი მონაწილეობას მიიღებს იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდში, რომელიც 2017 წლის 14-19 მაისს ქ. ჰააგაში (ნიდერლანდებში) გაიმართება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესების ეროვნული რაუნდი წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდა სამი გუნდი საქართველოს სამი უნივერსიტეტიდან. ღონისძიება ჩატარდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით. სტუდენტებს კომპეტენტური ჟიურის წინაშე მოუწიათ საერთაშორისო სისხლის სასამართლოს პროკურორის, დაცვის მხარისა და მსხვერპლთა წარმომადგენელის როლის მორგება.

სადავო თემები ეხებოდა საერთაშორისო სამართლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა მთავრობის ლეგიტიმაცია, გენოციდი და არასრულწლოვანი მეომრები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5