გია გვიჩიანის გათავისუფლება უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში - გელა ნიკოლეიშვილი

სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017 - 12:48

გია გვიჩიანის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ, ნოდარ გვიჩიანმა თავისუფლება მიიღო, - ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პატიმრობიდან გათავისუფლებული გია გვიჩიანის ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ნიკოლეიშვილმა ნიკა ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თერთმეტი წლის მანძილზე, ძიების პროცესში, გამოიკვეთა, რომ გვიჩიანს და ლომინაძეს ერთმანეთთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ.

„ოჯახისთვის ძნელი დასაჯერებელია იმ რეალობის წინაშე დადგომა, რომ მკვლელი დღემდე დაკავებული არ არის. სამწუხაროდ, ნიკა ლომინაძის მამამ ხელი შეუწყო გამოძიებას, რომ მცდარ კვალზე დამდგარიყო. 2006 წელს დააპატიმრეს პომპეზურად გია გვიჩიანი და ამის შემდეგ, პროკურატურა ეუბნება გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, რომ დავაპატიმრეთ მკვლელები და მოტივი არ გვაქვს, ამიტომ უნდა დაგვეხმაროთ ამაში და 4 წლის შემდეგ რატომღაც მთელმა ოჯახმა გაიხსენა, რომ ნიკა ლომინაძე გვიჩიანის გვარს ახსენებდა. ეს პროკურატურამ გადააგდებინა ძაფი ოჯახს“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გელა ნიკოლეიშვილი იმ მცდარ გამოძიებაზე საუბრობს, რომელიც წლების მანძილზე საქმის ირგვლივ მიმდინარეობდა. გელა ნიკოლეიშვილმა ნოდარ გვიჩიანის დაკავების საქმეც გაიხსენა და ორ შემთხვევას შორის პარალელებზე ისაუბრა. გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ დაკავებული ნოდარ გვიჩიანი პროკურატურას თურქი ბიზნესმენის მკვლელობისთვისაც უნდა გაესამართლებინა, თუმცა როგორც ნიკოლეიშვილი იხსენებს, ნოდარ გვიჩიანმა გია გვიჩიანის საწინააღმდეგო ჩვენებაც მისცა, რის სანაცვლოდაც მას შეღავათები შეეხო.

„რამდენიმე ხანში დააკავეს ნარკოტიკებისთვის ნოდარ გვიჩიანიც, გიას და ნოდარის არანაირი კონკრეტული შეხება ერთმანეთთან არ ჰქონიათ. ახალი შემოსული იყო იმ დროს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, რის საშუალებითაც პატიმარი შეღავათით სარგებლობდა. ნოდარ გვიჩიანი სთავაზობს პროკურატურას, რომ მე გაგახსნევინებთ საქმეს და შეღავათი გამიწიეთო. ნოდარ გვიჩიანმა გაახსნევინა წლების წინ თბილისში მომხდარი თურქი ბიზნესმენის მკვლელობა, ეს მოხდა 1996 წელს. მოგვიანებით, ნოდარ გვიჩიანმა პროკურატურას განუცხადა, რომ მას შეუკვეთეს ნიკა ლომინაძის მკვლელობაც. საქმეზე დაიწყო მოკვლევის ჩატარება. თავიდან გია გვიჩიანს არ ასახელებდა ნოდარ გვიჩიანი, მოგვიანებით, ნოდარ გვიჩიანმა აღნიშნა, რომ მკვლელობა დაუკვეთა გია გვიჩიანმა, მან გია გვიჩიანის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ, თავისუფლება მიიღო და მხოლოდ 500 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ თურქი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ პიროვნებას პატიმრობის დროს შეღავათი გაეწია. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გია გვიჩიანის გათავისუფლებით უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა.

„ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც გუშინ მოხდა – გათავისუფლდა უკანონოდ დაკავებული ადამიანი. საქართველოში ადამიანები უკვე ელოდებიან რეალურ სამართალს. უცხოეთში ყოფილა შემთხვევები, როცა სიკვდილმისჯილებსაც კი ათავისუფლებდნენ, როცა მათი უდანაშაულობა მტკიცდებოდა“,-განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46