პრემიერ-მინისტრმა მესამე ვიცე-პრემიერად ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა

სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017 - 11:40

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად დაინიშნა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულების კოორდინაციას ჩაიბარებს, - მესამე ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო.

„განათლება ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა და ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ფუნქცია მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დარჩება, როგორც არის აქამდე, თუმცა, სანდროსთან ერთად წარმართავს და განახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას. ეს პოლიტიკა გახდება პროაქტიური და ამ მიმართულებით იქნება ძალიან ბევრი ინიციატივა“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავას ასევე ძალიან ბევრი საინტერესო იდეა აქვს ახალგაზრდობის პოლიტიკის კუთხითაც. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებას, ვიცე-პრემიერის რანგი გარკვეულწილად გააძლიერებს.

„ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს; კახი კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით; ალექსანდრე ჯეჯელავას ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და ალექსანდრე ჯეჯელავას წარმატებები უსურვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55