როგორ მოვემზადოთ აღდგომის მარხვისთვის - დეკანოზი იოანე ჩიგოგიძე

ორშაბათი, 20 თებერვალი, 2017 - 17:34

როგორ მოვემზადოთ აღდგომის მარხვისათვის - "ჯეონიუსს" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციოლოგიური მეცნიერების დოქტორანტი, სოფელ დიღმის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე ჩიგოგიძე ესაუბრება.

მართლმადიდებელი ქრისტიანი აღდგომის მარხვისთვის, უპირველეს ყოვლისა,  ტაძარში მისვლით, მოძღვართან ურთიერთობით, აღსარებით  და  სულის გაწმენდით ემზადება.

წყალი კალაპოტში უნდა ვლინდებოდეს. ასეთ ალეგორიულ შედარებას მოვიყვან -  თუკი ადამიანი ამოვარდება კალაპოტიდან,  ბუნებრივია, არც მის მარხვას აქვს მადლი. ხშირად მითქვამს ასეთი რამ,  კაცს ხორცის ჭამა ეპატიება, არა ჩამავალი მოსწამლავს ადამიანის სულს, არამედ პირიდან ამომავალი. ამიტომ მარხვა უნდა იყოს მორჩილებით,  ლოცვით და თავმდაბლობით აღსრულებული.

რა უნდა გავაკეთოთ  აღდგომის მარხვის დროს გარდაცვლილებისთვის - ეკლესიაში დაწესებულია მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები. აქედან გამომდინარე, მიცვალებულის ოჯახის წევრები  ღმერთს მის სულს შეავედრებენ,  რადგან მადლად მიუვიდეს ოჯახს გარკვეულ წილად,  რადგან მიცვალებულთა სულებს არც შიათ არც წყურიათ.

ეკლესიაში საკურთხის მიტანისას მღვდელი მიცვალებულის სულის მოსახსენიებელ ლოცვას წაიკითხავს, შემდეგ ხდება წმინდა ტრაპეზი გაჭირვებულთათვის და არა ნაყროვანების ცოდვაში ჩადგომით, არ უნდა ხდებოდეს ღრეობაში გადაზრდა. ტრაპეზი სამარხო უნდა იყოს მარხვის დღეებში.

მიცვალებულთა მოსახსენიებლად სამი შაბათია დაწესებული, პარასკევს საღამოს ლოცვა გრძელდება შაბათ დილის წირვით, რომელსაც შემდეგ პანაშვიდი მოჰყვება. მართლმადიდებელი ქრისტიანები ეკლესიაში ორ ცალ სეფისკვერს შეიძენენ,  ერთი ცოცხალთათვის, მეორე - მიცვალებულთათვის. მოძღვარი მადლით აღავლენს ლოცვას კოსმოსში,  სწორედ ამ უსხეულო სამყაროში, სადაც განისვენებენ მათი სულები და მადლომოსილებით ხდება მათი შეწყალება, შებრალება და დამკვიდრება სულთა სამეფოში.

ხშირად მომისმენია, რომ გამომეცხადა ესა თუ ის ადამიანი და მითხრა, რომ  მშია და მაჭამე.  არსებობს ასეთი რაღაც,  რადგან სული ღამეულ ხილვაში ეცხადება ადამიანს, თუმცა  ეს არის სიზმრისგან განყენებული პროცესი, ეს არის გამოცხადება და არა სიზმარი.

ეს ყველაფერი კოსმოსიდან იმართება,  ამ ყველაფერს აქვს ახსნა, ჩვენ ამ საკურთხის მეშვეობით ვუახლოვდებით მოზეიმე ეკლესიას. წმინდა მამათა გამონათქვამიებით, წმინდა ტრაპეზი წირვის გაგრძელებაა. დავესესხები აკაკი წერეთელს,   უპირველეს ყოვლისა, ადამიანები ანუ თანამეინახენი ადიდებდნენ ღმერთს და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის საქებლად მთავრდება სადილით და წმინდა ტრაპეზით. ასე ხდება მართლმადიდებლურ სუფრაზე და ეს სუფრა არ უნდა გარდაიქცეს ღრეობად.

მიცვალებულთათვის მართლმადიდებელი ქრისტიანი სამარხო სუფრას ამზადებს, იხარშება ხორბალი, ეკლესიაში აუცილებელი ზეთის მიტანა, რაც კანდელისთვის შესაწირია. ასევე აუცილებლობას წარმოადგენს პური და ღვინო, რადგან პური და ღვინო არის მისტიურად თანაზიარი ქრისტეს სისხლისა და ხორცისა.  ტრაპეზი ბერძნული სიტყვაა და წმინდა საზრდელს ნიშნავს და მშიერის დაპურებით მადლი მიდის სულის ცხონებისთვის.

ეს მე გამიკეთეო, -  ამბობს უფალი და ამ პრინციპებით ხელმძღვანელობას მართლმადიდებელი ეკლესია, -  მშიერი დააპურე, შიშველი შემოსე, თუ რაიმე გაგიკეთებია, ეგ მე გამიკეთეო.  

ყველას მოვუწოდებ,ჩვენი სულიერი მოძღვრების მორჩილებით, აღვასრულოთ წესები, რადგან მორჩილებითა და მოწიწებით მიეახლოს სული ჩვენი უფალს უკუნისამდე.

ამინ! მადლი გფენოდეთ!

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41