ყველაზე მთავარი იყო, სახელმწიფოს მონაცემთა ბაზებთან წვდომა ჰქონოდა - დიმიტრი ხუნდაძე

ორშაბათი, 20 თებერვალი, 2017 - 12:54

 გამოვიდა მთავრობის დადგენილება, რომელიც გამიჯნავს მოქალაქეების მონაცემთა ბაზებს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ 2013 წელს მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იყო იმ მოქალაქეების ჩართვა პროგრამაში, ვინც არანაირი დაზღვევით არ სარგებლობდა.

„ჩვენ ვახდენდით მონაცემთა ბაზის განახლებას, თუმცა ბევრი ბენეფიციარი კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებულ პაკეტებს კარგავდა. ათასობით მოქალაქე აღმოჩნდა სადაზღვევო პაკეტის გარეშე, ზოგი კი იღებდა ორმაგ დაფინანსებას და ამიტომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ამით სარგებლობდნენ. სახელმწიფო უზრუნველყოფს თვითოეული მოქალაქის დაზღვევას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, კერძო სადაზღვევო კომპანიები ხელს არ უწყობდნენ ბაზაში არსებული მოქალაქეების აღწერას.

„ჩვენი მიდგომაა, რომ გვქონდეს წვდომა მონაცემთა ბაზაზე, რათა სწორად შევარჩიოთ ბენეფიციარები, არ შეიძლება სხვადასხვა ჯგუფებს ჰქონდეთ განსხვავებული ხელმისაწვდომობა და მომსახურება. სწორედ ამის უზრუნველყოფისათვის ხდება მონაცემთა ბაზების შედარება “, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39