ქვეყანაში სახიფათო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს - დიმიტრი ხუნდაძე

ორშაბათი, 20 თებერვალი, 2017 - 12:41

დღეს სახიფათო პოლიტიკურ თამაშებში ჩართეს ეკლესიაც, რაც რისკის შემცველია, – ამის შესახებ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძე თვლის, რომ ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ ისეთი გავლენიანი ინსტიტუტის თავის მხარეზე გადაბირებას, როგორიცაა ეკლესია.

ხუნდაძე სამართალდამცავებს გამოძიების დროულად დასრულებისკენ მოუწოდებს.

„ვფიქრობ, რომ პატრიარქი, რომელიც დღეს ბრუნდება, კიდევ ერთხელ მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას და ყველაფერს ნათელს მოჰფენს. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სახიფათო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს, რაშიც ცდილობენ, ეკლესია ჩართონ, რადგან ეკლესია არის ერთ-ერთი გავლენიანი ინსტიტუტი ქვეყანაში და ჩვენი ოპონენტები ყველაფერს აკეთებენ ეკლესიის გადასაბირებლად. მე ყველას მოვუწოდებ, ძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან. იმედი მაქვს, რომ ძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44