ადოლფ ჰიტლერის წითელი ტელეფონი 243 ათას დოლარად გაიყიდა

ორშაბათი, 20 თებერვალი, 2017 - 10:08

ადოლფ ჰიტლერის წითელი ტელეფონი აშშ-ში, მერილენდის შტატის ქალაქ ჩესაპიკ სიტიში, გამართულ აუქციონზე 243 ათას დოლარად გაიყიდა. აუქციონი „ალექსანდერის ისტორიული აუქციონები“-ს მიერ იყო ორგანიზებული და 19 თებერვალს გაიმართა. ლოტის საწყისი ღირებულება 100 ათას დოლარს შეადგენდა, თუმცა მის გაყიდვას 200-300 ათას დოლარად ვარაუდობდნენ.

ამ დროისათვის, ტელეფონის მყიდველის სახელი არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ Siemens-ის ტელეფონი 1945 წლის მაისში საბჭოთა ჯარისკაცებმა  ჰიტლერის ბუნკერში იპოვეს და სახსოვრად ბრიტანელ ოფიცერს რალფ რეინერს გადასცეს.

აუქციონის სახლი ტელეფონს „მასობრივი განადგურების იარაღს უწოდებს“, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს მისი დახმარებით ჰიტლერი განკარგულებებს გასცემდა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59