ძლიერი აფეთქება მოხდა კოლუმბიაში, არიან დაშავებულები

ორშაბათი, 20 თებერვალი, 2017 - 09:57

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგატაში ძლიერი აფეთქების შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა. როგორც BBC News-ი იუწყება, აფეთქება არენის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ცხოველთა უფლებადამცველების საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულთაგან 28 მამაკაცია, ხოლო 12 ქალი, მათგან უმეტესობა კი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები არიან, რომლებიც აქტივისტების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

ამ დროისათვის აფეთქების გამომწვევი მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ცხოველთა უფლებადამცველების  მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია კორიდის წინააღმდეგ იყო მიმართული. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ კორიდა ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5