„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს

, 19 თებერვალი, 2017 - 16:33

 პარტია “თავისუფალი დემოკრატების რიგგარეშე ყრილობაზე პარტის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე ერთხმად აირჩიეს. შავგულიძის კანდიდატურა დელეგატებს პარტიის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა.

შალვა შავგულიძემ სიტყვით გამოსვლისას “თავისუფალი დემოკრატების” 8-წლიან ისტორიაზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა მიზეზები, თუ რატომ არის დღეს პარტია ხელისუფლების ოპოზიციაში.

შავგულიძის შეფასებით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ხელისუფლების უზურპაციის გზას დაადგა და ცდილობს ყველა სახელმწიფო უწყებაზე კონტროლის დამყარებას. შავგულიძის თქმით, სახელისუფლებო პარტია ამ სურვილსაც გასცდა და ის მედიის გაკონტროლებას ცდილობს.

“ჩვენთვის არასდროს ყოფილა წამყვანი თანამდებობები და რეგალიები. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის დემოკრატიული, სამართლიანი განვითარება და ამ მიზნისთვის ბრძოლა”, - მიმართა შავგულიძემ პარტიის წევრებს

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59