რუსთავი2 ისევ ჩაირთო, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არხი არასდროს აღარ უნდა გამოირთოს - ზაალ უდუმაშვილი

, 19 თებერვალი, 2017 - 15:11

ამ წუთიდან რუსთავი2 ისევ ჩაირთო, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არხი არასდროს აღარ  უნდა გამოირთოს, - ასე მიმართა რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ რუსთაველზე სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს.

ზაალ უდუმაშვილმა აქციაზე ტელეკომპანიის რუსთავი 2-ის მხარდაჭერისთვის და დემოკრატიის დასაცავად მისულებს მადლობა გადაუხადა, "თქვენ რომ გიყურებთ ასე ერთად შეკრებილებს, დარწმუნებული ვარ, რუსთავი 2-ს და ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება"

"ჩვენ ორი წელია უკვე გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა, მუდმივი შანტაჟი, მუქარა,  ყადაღა, წნეხი... ამ უთანასწორო ბრძოლაში ვართ ჩართული ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთი წუთით არ დაგვიხევია უკან და ერთი ნაბიჯით არ დაგვიხევია უკან. ჩვენ დღეს უნდა ვუთხრათ ხელისიფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას. თუ რუსთავი 2 დაეცა, ერთი რიგითი ან თუნდაც ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის დაცემა ნიშნავს, რომ შემდეგ, ხვალ, თითოეული თქვენთაგანის ოჯახებში შევიდნენ და რასაც უნდათ იმას გააკეთებენ", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა მოსამართლეებსაც მიმართა.

„მინდა, მოგიწოდოთ, იყოთ მხნედ, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას არა დღევანდელი დღისთვის, არამედ მომავლისთვის და თქვენი შვილებისთვის,“ - აღნიშნა უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46