ჩრდილოეთ ავღანეთში უამინდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

, 19 თებერვალი, 2017 - 12:59

გასული ოცდაოთხი საათიის განმავლობაში ავღანეთის ჩრდილოეთით, ჰიპოთერმიისაგან 14 ადამიანი დაიღუპა.  დარზაბის რაიონის ხელმძღვანელის, რაჰმატულა ჰაშარის განცხადებით, დიდთოვლობისა და სიცივის შედეგად ხუთი მწყემსი გაიყინა.

უამინდობის გამო ხუთი ადამიანი გარდაიცვალა ასევე სარ-ე-პულის პროვინციაში, ხოლო ბადახშანის პროვინციაში კი ოთხი ადამიანი ტყეში გაიყინა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მცირეწლოვნებიც არიან.

მეტეოროლოგების განცხადებით, უახლოეს დღეებში ჩრდილოეთ ავღანეთში ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაიწევს. შექმნილი ვითარების გამო სხვადასხვა უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45