იმის იმედით ყოფნა, რომ პატრიარქის დაბრუნება ჩააწყნარებს სიტუაციას, მცდარია - გია გაბრიჭიძე

პარასკევი, 17 თებერვალი, 2017 - 21:05

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმიანება.

"იმდენად აიჭრა და აირია სიტუაცია, რომ ფაქტობრივად რაიმე ლოგიკური დასკვნის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია. ხელისუფლება რეალობის თქმისგან თავს იკავებს, რადგანაც როგორი დასაბუთებული სახითაც არ უნდა გააკეთონ განცხადება, მედია მაინც არაკვალიფიციური ინტერპრეტაციას მისცემს. სისულელეა იმის თქმა, რომ ქართულ მედიასივრცეს ნაცები, რომელთა პირდაპირ ინტერესებში შედის საზოგადოებაში დაბნეულობის, გაურკვევლობის და აქედან გამომდინარე ქაოსის შეტანა, სრულიად აკონტროლებენ. მათ მაგივრად ამას აკეთებენ ე.წ. ჟურნალისტები, რომლებსაც არასრულფასოვნების კომპლექსის გამო, "სწორება" მუდამ რუსთავი 2-ზე აქვთ და რომლებიც თავიანთ "გადაცემებში" "განზოგადებული" გურანდა გაბუნიებისგან და გუგული მაღრაძეებისგან ითხოვენ კვალიფიციური განმარტებების გაკეთებას.

ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული P.R.-ის უმთავრესი მექანიზმი - ჰყავდეს რამდენიმე სპიკერი, რომლებიც ამა, თუ იმ თემაზე დაელაპარაკება ნებისმიერ ოპონენტს. არ აქვს ინფორმაციის გავრცელების მკვეთრად განსაზღვრული მექანიზმი და ამის გამო, ნებისმიერ შემთხვევაში თავის მართლების რეჟიმში უწევს ყოფნა. ვერ ახდენს გასავრცელებელი ინფორმაციის ოპერატიულად შემუშავებას, თუნდაც აბსურდულის, მაგრამ შიდა სამზარეულოში დამტკიცებულის და პარტიული დისციპლინიდან გამომდინარე, უცვლელად გავრცელებისთვის.

იმის იმედით ყოფნა, რომ პატრიარქის დაბრუნება ჩააწყნარებს სიტუაციას, მცდარია, რადგანაც ნაცები და მათ "ხელდასმაში" მყოფი "გავლენიანი" არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. სახალხო დამცველთან ერთად, საინფორმაციო გადაცემების, თუ ე.წ. შოუების მეშვეობით, შეეცდებიან თამასას მაღლა აწევას. გაკეთდება ისეთი სახის განცხადებები, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციისადმი საზოგადოების ანტიპატიური დამიკიდებულების გაზრდას (მაგალითად "გამჭვირვალე" ექსპერტები ისაუბრებენ ეკლესიის ფინანსებზე, შიდა განხეთქილებაზე, პარალელურად მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე დ.ა.შ.).

მოკლედ რომ ვთქვა, მკვეთრი და სწორად გათვლილი მოქმედებებია საჭირო. მარტო ღვთის ანაბარა ყოფნა, თუ ცოტა ხელიც არ გაანძრიეს, ნამდვილად არ წაადგებათ", - აცხადებს გია გაბრიჭიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4