ადოლფ ჰიტლერის პირადი ტელეფონი ხვალ აუქციონზე გაიყიდება

შაბათი, 18 თებერვალი, 2017 - 16:05

აშშ-ში ადოლფ ჰიტლერის პირადი ტელეფონი აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. როგორც Associates Press-ი იტყობინება, აუქციონი მერილენდის შტატის ქალაქ ჩესაპიკ სიტიში ხვალ ჩატარდება. აუქციონის სახლის „ალექსანდერის ისტორიული აუქციონები“-ს ინფორმაციით, ლოტის საწყისი ფასი 100 ათასი დოლარი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ იგი 200-300 ათას დოლარად გაიყიდოს.

აუქციონის სახლი ტელეფონს „მასობრივი განადგურების იარაღს უწოდებს“, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს მისი დახმარებით ჰიტლერი განკარგულებებს გასცემდა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Siemens-ის ტელეფონი, რომელიც თავდაპირველად შავი იყო, ხოლო შემდგომ კი წითლად შეიღება და რომელზეც ჰიტლერის სახელია ამოტვიფრული, ვერმახტის საჩუქარია. 1945 წლის მაისში საბჭოთა ჯარისკაცებმა ის ჰიტლერის ბუნკერში იპოვეს და სახსოვრად ბრიტანელ ოფიცერს რალფ რეინერს გადასცეს.

ყოფილი სამხედრო ჰიტლერის ტელეფონს საკუთარი სახლის სეიფში ათწლეულების განმავლობაში ინახავდა. 1977 წელს კი, სიკვდილამდე უნიკალური ექსპონატი შვილს უსახსოვრა, რომელმაც გადაწყვიტა, მამის დანატოვარი რელიქვია გაეყიდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41