გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა

პარასკევი, 17 თებერვალი, 2017 - 16:03

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სტამბულში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა.

გიორგი გახარიამ და ფარუკ ოზლუმ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მხარეებმა მათ შორის სარფის ტერმინილზე მიმდინარე რეკონსტრუქციის შესახებ ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე იტქვა, რეკონსტრუქცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, რათა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას ხელი არ შეეშალოს.

"გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ თურქეთის მხარესთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ღია გვაქვს და გვსურს, რომ კიდევ მეტი ქართული პროდუქტი იყოს წარმოდგენილი თურქულ ბაზარზე იმისთვის, რომ ჩვენი სავაჭრო ბალანსის დისბალანსი გამოსწორდეს. თურქეთის მხარე გვპირდება, რომ ეს ცვლილებები ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება. ვისაუბრეთ ასევე სატრანსპორტო დერეფნებსა და ჩვენს გადამზიდავებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის ეკონომიკურ პოტენციალს სინერგიის ძალა შესძინონ და თავიანთი ეკონომიკები სწრაფად განავითარონ. გიორგი გახარიას განცხადებით, ამას დღევანდელი გამოწვევების პერიოდში სერიოზული მნიშვნელობა აქვს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41