გიორგი გახარია სტამბულში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

პარასკევი, 17 თებერვალი, 2017 - 16:29

თურქეთში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრები გამართა თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრთან, თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან.

გიორგი გახარია საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ შეხვედრის ძირითადი თემები ჩვენს რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ეხებოდა.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთანამშრომლობით მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის ეკონომიკურ პოტენციალს სინერგიის ძალა შესძინონ და თავიანთი ეკონომიკები სწრაფად განავითარონ. საჰინ მუსტაფაევთან შეხვედრის მთავარი თემა ტურიზმი იყო.

"აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ძალიან მეგობრული და შედეგიანი იყო, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან. შეხვედრისას განვიხილეთ ისეთი კონკრეტული თემა, როგორიც არის, მაგალითად, შესაძლებლობა, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოს და აზერბაიჯანს შექმნან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ტურისტული მარშრუტი, რათა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყონ. მარტივად შეგვიძლია ჩვენ ჩვენი ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ქალაქები და კურორტები დავუკავშიროთ ერთმანეთს, გავითვალისწინოთ ჩვენს საჰაერო სივრცეში რეისების რაოდენობა, მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტები და აქაც ერთმანეთს მივეხმაროთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, არსებობს ბევრი თანხვედრის წერტილი.

"კონკრეტულ თემებზე თანამშრომლობა, კონკრეტულ კომპანიებთან ურთიერთობა, ხელშეწყობა მათი ბიზნესურთიერთობების დამყარებისთვის არის ყველაზე მარტივი, სწორი და სწრაფი გზა, რათა ჩვენი ეკონომიკის ზრდას ხელი შევუწყოთ‘’ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5