გიორგი თევზაძე საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციის შემცირებას დაუშვებლად მიიჩნევს

პარასკევი, 17 თებერვალი, 2017 - 16:26

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის უფლებადამცველის გიორგი თევზაძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციის შემცირება დაუშვენებელია და ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესებს.

„საქართველლოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში მედიასაშუალებებით გაჟღერდა ინფორმაცია ქვეყნის სახელისუფლო მოწყობის არსებითი ცვლილებისა და გამოკვეთილი საპარლამეტომ მოწყობის პრინციპებზე გადასვლის თაობაზე. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით მოქმედი პოლიტიკური გუნდი ცდილობს, სუბიექტური მიდგომებით შეცვალოს ძირითადი იურიდიული დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია, ისე რომ არ ითვალისწინებს ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებს, შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებებს. არაერთი გამოკვეთილი ფაქტორის გათვალისწინებით, კატეგორიულად დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციის რაიმე ფორმით შეკვეცა და შეზღუდვა ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე. ასეთი ცვლილება ჩვენი და არაერთი სპეციალისტის მოსაზრებით, არსებითად შეაფერხებს ქვეყნის გამოწვევების, განსაკუთრებით გარე ფაქტორების მიმართ არსებული გამოწვეებზე ქვეყნის ადეკვატურ რეაგირებებს და შესაძლებელია საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით რეალური საფრთხეების შექმნა გამოიწვიოს. აშკარაა, რომ ქვეყანა განვითარების მოცემულ ეტაპზე მზად არ არის მსგავსი ცვლილებებისთვის. საქართველოს შერეული საპარლამენტო მოდელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელისუფლებო შტოების ბალანსის პროცესში. მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობა მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც. სავარაუდო ცვლილებები, რომელზეც მიდის დისკუსია, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში გამოიწვევს აღნიშნული ბალანსის დარღვევას.

გამოკვეთილი საპარლამენტო მოდელი მოქმედებს მხოლოდ მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მქონე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც საზოგადოება და ხელისუფლება მენტალურადაც მზად არის ასეთი მოდელის პირობებში ცხოვრებისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის წევრები გაცნობიერებენ მაღალ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, გაანალიზებენ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებს და რისკებს, ასევე უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებას. და მიიღებენ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, უფლებადამცველის გავრცელებულ გიორგი თევზაძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5