დეკანოზი გიორგი მამალაძე არის აბსოლუტურად უდანაშაულო და ეს არის კაგებეშნიკური, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა - მეუფე პეტრე

პარასკევი, 17 თებერვალი, 2017 - 16:09

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე  აცხადებს, რომ დეკანოზი  გიორგი მამალაძე არის აბსოლუტურად უდანაშაულო და ეს არის კაგებეშნიკური, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა.

აღნიშნულის შესახებ მეუფე პეტრემ სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა.

"ბრძოლა არის საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მამა გიორგიმ რაც შეიძლება მალე, პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე დატოვოს საპყრობილე. ხელისუფლებასთან ერთად უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს. თუ მამა გიორგის ამბავი გონივრულად, სახელმწიფოებრივად არ გადაწყდება, დამერწმუნეთ, გირგვლიანის და ყველა სხვა 9-წლიანი, უსინდისო მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს შეიძლება აღემატებოდეს", - აცხადებს მეუფე პეტრე და საერთო პრესკონფერენციის გამართვასაც აანონსებს, სადაც საეკლესიო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 საპყრობილეში მამა გიორგი მამალაძესთან თითქმის სამი საათი დაჰყო.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46