შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას - მეუფე პეტრე

პარასკევი, 17 თებერვალი, 2017 - 16:07

შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ,  - აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაზე მოინახულა.

მიტროპოლიტის თქმით, გიორგი მამალაძე არის სრულიად უდანაშაულო და ეს არის კაგებეჩნიკური, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა.

მეუფე პეტრეს ეჭვი აქვს, რომ ჩანაფიქრი ნაწილობრივ მიმართული იყო ასევე ბათუმისა და ლაზიკის მიტროპილიტ, მეუფე დიმიტრის წინააღმდეგაც.

მეუფე პეტრეს თქმით, ბრძოლა მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ და ვინც ნამდვილი ქრისტიანი და ვაჟკაცია, ამ ბრძოლაში ერთად უნდა დადგეს და ბოლომდე მიიყვანოს საქმე.

"ვისაც ეჭვი არ ეპარება საკუთარ ქრისტიანობაში, საკუთარ ვაჟკაცობაში, სიმართლის მხარეს უნდა დადგეს და დაწყებული ბრძოლა - ჩვენი ეკლესიის ტყვეობიდან გათავისუფლებისა და ჩვენი ერისა, ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ბრძოლა არის საქართველოს და მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. დღემდე იბრძვის ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამ ძალების მმართველობა ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. არსებულ პრობლემას ჩვენ ქართველი ერი ერთად აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 საპყრობილეში მამა გიორგი მამალაძესთან თითქმის სამი საათი დაჰყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41