ძალიან დიდ სკანდალსა და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად - მეუფე პეტრე

პარასკევი, 17 თებერვალი, 2017 - 15:04

ძალიან დიდ სკანდალსა და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად, -  აღნიშნულის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 საპყრობილეში მამა გიორგი მამალაძის მონახულების სემდეგ განაცხადა. 

"მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები, შეიძლება ითქვას, თითქმის გამართლდა, 100%-ით. ძალიან დიდ სკანდალსა და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. ვფიქრობდი, როდესაც გამოვდიოდი, როგორ შეიძლებოდა შემეფასებინა ეს მდგომარეობა და გამახსენდა ერთი ჭეშმარიტება. ხშირად ჩემი მისამართით ამბობენ ხოლმე ამას, წინა ხელისუფლებისთვისაც არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვამბობ ხოლმე. ბრძენი ადამიანი არასდროს არ ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განჭვრიტავს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი. ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, რომ არსებული მდგომარეობიდან და შექმნილი პრობლემიდან იპოვოს კარგი გამოსავალი. რამდენადაც ჭკვიანია, იმდენად ახერხებს გამოსავლის პოვნას. ახლა მთავარია ჭკუა აღმოაჩნდეთ. ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაშია და არც ხელისუფლებაში", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5