საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ კიდევ 5 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა

პარასკევი, 17 თებერვალი, 2017 - 12:55

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში კიდევ 5 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. სერტიფიკატები პროექტების ავტორებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამუშაო შეხვედრის დროს გადასცა.

გამარჯვებულ პროექტებს შორისაა აკრილის ხელოვნური ქვის გადამამუშავებელი საწარმო; ხის მერქნის ზედაპირის დაფარვა პოლიმერული მასალით ელექტრო-სტატიკური მეთოდით; სამედიცინო შპადელების წარმოება; ღვინის ჩაის წარმოება; Veggie Press - ნატურალური წვენის წარმოება ინოვაციური რეცეპტით.

პროექტები მრეწველობის, მომსახურების, სოფლის-მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ სფეროებს მოიცავს. თითოეული პროექტი შეიცავს ინოვაციურობის ელემენტებს, ემსახურება საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ათვისებული, ან სრულიად ახალი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიის დანერგვას და იმპორტის ჩანაცვლებას. თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება. საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს“ 70 გამარჯვებული ჰყავს.

გამარჯვებული პროექტების ავტორები უკვე მუშაობენ საკუთარი იდეების განხორციელებაზე. ერთ-ერთი მათგანი - ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურის წარმოების პროექტი პირველ პროდუქციას მარტში გამოუშვებს და ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს.

„სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15 ასევე „სტარტაპ საქართველო“ აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს. ასევე პერიოდულად დაიგეგმება ტრენინგები იმ აპლიკანტებისთის, რომლებიც „სტარტაპ საქართველოს" ვებ-გვერდზე (startup.gov.ge) ელექტრონულ რეგისტრაციას გაივლიან.

აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციების და სტარტაპების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე მარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიებს, დახვეწონ ბიზნეს გეგმის წერის უნარები და დაეუფლონ სხვა საჭირო ცოდნას და ინფორმაციას. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58