საკონსტიტუციო კომისიაში არ განიხილება პრეზიდენტისთვის არც ვეტოს დადების ჩამორთმევის საკითხი და არც უშიშროების საბჭოს გაუქმება - ირაკლი კობახიძე

ხუთშაბათი, 16 თებერვალი, 2017 - 21:04

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში მეოთხე თავის (საქართველოს პრეზიდენტი) განხილვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და იმ მიდგომებზე ისაუბრა, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობს.

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში განიხილება პრეზიდენტის კომპეტენციების მომწესრიგებელი თავი. განხილვის პროცესში საუბარი არ იყო არც სტატუსის და არც უფლებამოსილების შეზღუდვაზე. საუბარი მიდიოდა თითოეულ ნორმაზე და მათ შესაძლო გადასინჯვაზე. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ კუთხით გაკეთდე,ს არის კომპეტენციების მკაფიო გამიჯვნა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ეს არის მუშაობის ამოსავალი წერტილი და აქ არ არის საუბარი რაიმე შეკვეცაზე ან გაფართოებაზე. აღნიშნულ თავს დაზუსტებები აუცილებლად სჭირდება და ამ კუთხით მუშაობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ასევე არ განიხილება არც ვეტოს დადების ჩამორთმევის საკითხი, არც უშიშროების საბჭოს გაუქმება. საუბარია მხოლოდ იმ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შეეხოს ამა თუ იმ მუხლს და ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის და მისი თვითოეული წევრის მიდგომა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41