პატივს ვცემ საქართველოს კონტრიბუციას ნატოს ბრძოლის ველზე - ჯეიმს მატისი

ხუთშაბათი, 16 თებერვალი, 2017 - 19:22

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. სწორედ ბრიუსელში შედგა პირველი კომუნიკაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წარუდგინა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მიმართ, ნატოს საერთაშორისო მისიებში გაღებული წვლილისთვის:

„ჩვენ შევხვდით ნატოს უახლოეს პარტნიორს, საქართველოს. მე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა საქართველოს კონტრიბუციისა და მათ მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანამ ნატოს ბრძოლის ველზე, ავღანეთში გაიღო,“ - განაცხადა ჯეიმს მატისმა.

აშშ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც შეაფასა. ლევან იზორიას განცხადებით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მიმართ მკაფიო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„ჩვენთან შეხვედრის დროს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ხაზგასმით დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელების მკაფიო სურვილი გამოთქვა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობს. ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაფორმებული მემორანდუმით და უსაფრთხოების მიმართულებაზე, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში გაფორმებული სამ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულებით გამოიხატება, სოლიდურ საფუძველს გვაძლევს განვახორციელოთ ძალიან ამბიციური პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. საქართველოს მზადყოფნის პროგრამაზე მე საზოგადოებას მრავალგზის მივაწოდე ინფორმაცია. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება ვაზიანში ერთობლივი ძალისხმევით საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა. ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა იმ მთავარი პრაქტიკული მიზნის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მდგრადობის განმტკიცება ქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44