დენის დავითაშვილმა მარიამ ჯაში და სიმონ ნოზაძე საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ მიიწვია

ხუთშაბათი, 16 თებერვალი, 2017 - 19:15

პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილმა დღეს საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაში და პარლამენტის ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე მიიწვია.

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ და მისმა მოადგილემ ვარლამ ავალიშვილმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს კოლეჯის მატერიალური ბაზა, მიღწევები და მომავალ გეგმებზე ესაუბრნენ. 

როგორც "ჯეონიუსს" პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილმა განუცხადა, ახლო მომავალში საქართველოს პარლამენტში დაიწყება „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა,  აგრეთვე, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან ამოქმედდება კვლევითი – საკონსულტაციო საბჭო.

"საბჭოს ფარგლებში განიხილება არსებული პრობლემები არა მარტო პროფესიულ განათლებაში, არამედ სკოლამდელ, ზოგად და უმაღლეს განათლებაში.  მთლიანად დაიხვეწება განათლების სფეროში დაგეგმილი და განსახორციელებელი რეფორმები, მათ შორის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად პროფესიულ განათლებაში დასანერგი გერმანული დუალური სისტემა. განიხილება და დაიხვეწება პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის რეალურად განსახორციელებელი გზები, უფრო ქმედითი გახდება დამსაქმებლების ჩართულობა პროფესიული განათლების განვითარების საქმესა და ეკონომიკის გაძლიერებაში", – განაცხადა დენის დავითაშვილმა

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43