ლევან იზორია ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს შეხვდა

ხუთშაბათი, 16 თებერვალი, 2017 - 15:21

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი ორმხრივი შეხვედრა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან გამართა.

ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემები უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს შორის ახლახანს ხელმოწერილი სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება, საქართველოს მზადყოფნის პროგრამა და ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, საქართველოში ერთობლივი საბრძოლო სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება იყო.

შეხვედრის დროს ლევან იზორიამ და კენეთ ჰენდელმანმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მიმართ რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის დაბალანსებული პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთი კვლავ უქმნის საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებას. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფრო ძლიერ და პრაქტიკულ მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმირების პროცესს, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს, საერთაშორისო მისიებსა და აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებებს.

ლევან იზორიამ ნატოს შტაბ-ბინაში უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები ლიტვის და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებთან. დღესვე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ნატო- საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45