პუტინმა სახიფათო გზა აირჩია - ბრიტანელი გენერალი

ხუთშაბათი, 16 თებერვალი, 2017 - 14:11

ბრიტანელი გენერალი რიჩარდ შირეფი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ნატოს  სტრუქტურებში ერთ-ერთ მაღალ პოსტს იკავებდა, თვლის, რომ დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან ომისთვის.

როგორც გენერალი BBC-სთან აცხადებს, რუსეთმა სახიფათო გზა აირჩია და უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.

"ვფიქრობ, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები უნდა ვიყოთ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. მიუხედავად მინსკის შეთანხმებისა, სროლები გრძელდება. რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე სამხედროებში. ზოგადად, დასავლეთმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღიაროს სიტუაციის სიმძიმე. უკრაინაში შექმნილი ვითარება რეალურ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. დასავლეთმა კი ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანა", - აცხადებს რიჩარდ შირეფი.  

რაც შეეხება ნატო-ს ძალების ბალტიის სახელმწიფოებში გადასროლას, რიჩარდ შირეფის თქმით, ოთხი ბატალიონი დაახლოებით 4 ათასი ადამიანით პროვოკაციად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაშინ როდესაც რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვარზე  მოტომსროლელთა სამი დივიზიის ფორმირების შესახებ აცხადებს და საუბარია დაახლოებით 60-80 ათას ჯარისკაცზე.

"დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ძალას სცემს პატივს, ის თავისი ოპონენტების  სუსტი ადგილების  ძიებაშია. ვშიშობ, რომ დასავლეთს ახლა  ნომერ მეორე  პოზიცია უკავია", - აცხადებს ბრიტანელი გენერალი.

რიჩარდ შირეფი 2011-2014 წლებში იყო ევროპაში ნატოს ყოფილი მთავარსარდლის მოადგილე,  2016 წელს გამოსცა წიგნი "2017: ომი რუსეთთან", რომელიც რუსეთთან ნატო-ს შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას მიუძღვნა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39