სახალხო დამცველი პროკურატურას დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით მოუწოდებს, გააუქმოს გაუთქმელობის უკიდურესი აუცილებლობა

ხუთშაბათი, 16 თებერვალი, 2017 - 13:01

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება დეკანოზი გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს და მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის საჯარო განცხადების თანახმად, ბრალდებულს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. დეკანოზის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ მათ შორის, პარლამენტის წევრები, პრემიერ–მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. მათ დადებითად შეაფასეს, საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობა და აღნიშნეს, რომ დეკანოზის დაკავების შედეგად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და პატრიარქს სახელმწიფო იცავს.

ცხადია, ასეთი განცხადებები საზოგადოებას სავარაუდო დანაშაულის ადრესატად სწორედ პატრიარქზე მიანიშნებს. საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 14 თებერვალს შეხვდა და გაესაუბრა ბრალდებულ გიორგი მამალაძეს N6 პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებულთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი მამალაძის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითება სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაზე. გარდა ამისა, სახალხო დამცველთან საუბრისას ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას აბსურდს უწოდებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. საჯარო პირებს გამოძიების პროცესში განსაკუთრებული ვალდებულება აკისრიათ, თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადების გაკეთებისაგან, რომლითაც შესაძლებელია წინასწარ ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველი აცნობიერებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და მოუწოდებს მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით მტკიცებითი ხასიათის განცხადებებისგან.

საქართველოს სახალხო დამცველი დამატებით აღნიშნავს, რომ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფცია თავიდანვე დაირღვა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით. პროკურატურამ მტკიცებითი ფორმით მიუთითა, რომ გიორგი მამალაძემ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ „მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა“ კუსტარულ ცეცხლსასროლ იარაღს.

საქართველოს სახალხო დამცველს ასევე სურს, გამოეხმაუროს პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, საჯაროდ არ გაამჟღავნონ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ზომის გამოყენება, შეესაბამება კანონს, როდესაც იგი აუცილებელია გამოძიების ინტერესებისთვის.

ნიშანდობლივია, რომ გიორგი მამალაძის ბრალდებასთან დაკავშირებით შინაარსობრივი მონაცემები თავად პროკურატურის მიერ ვრცელდება. შესაბამისად, გაუთქმელობის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას შეიძლება ისახავდეს მიზნად.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გაავრცელოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზნით მოხდა დაცვის მხარისთვის ამგვარი ვალდებულების დაკისრება, ასევე, გააუქმოს იგი, როდესაც აღარ იარსებებს გაუთქმელობის უკიდურესი აუცილებლობა, რათა არ დაირღვეს მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41