ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის მიერ ფიცის დადების ცერემონას დაესწრო

ოთხშაბათი, 15 თებერვალი, 2017 - 16:22

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი წევრის, მანანა კობახიძის მიერ ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე ფიცს დებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თანდასწრებით. შესაბამისად, მანანა კობახიძის მიერ ფიცის დადების ცერემონია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანდასწრებით გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის მიერ არჩეული სასამართლოს ახალი წევრი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ საკონსტიტუციო სასამართლო არის ჩვენი კონსტიტუციური სისტემის, დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს სასამართლო განაგრძობს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანას ჩვენი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მანანას მოსამართლეობა ამ ყველაფერში დამატებით წვლილს შეიტანს. მინდა, მივულოცო ქალბატონ მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მანანა კობახიძე, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო როგორც პრინციპული და უშიშარი უფლებადამცველი, კვალიფიციური იურისტი და ღირსეული ადამიანია. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობა ნებისმიერი იურისტისთვის პროფესიული მწვერვალია.

„ქალბატონი მანანა კობახიძე, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის რჩეულია. ის წლების განმავლობაში ძალიან პრინციპული და უშიშარი უფლებადამცველი იყო. პირველ რიგში, ასეთად გაიცნო ქალბატონი მანანა ფართო საზოგადოებამ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა ის პოლიტიკურ მოღვაწეობას. ქალბატონი მანანა კობახიძე არის ღირსეული ადამიანი, ძალიან კვალიფიციური იურისტი და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დარწმუნებული ვარ, ის ძალიან დიდ წვლილს შეიტანს სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებაში და სასამართლოს ქმედით და ეფექტიან ფუნქციონირებაში. კიდევ ერთხელ, მინდა მოგილოცოთ, ქალბატონო მანანა ეს ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა არის პროფესიული მწვერვალი ნებისმიერი იურისტისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა 101 ხმით აირჩია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4