არც ჩვენ მოგვწონდა „ნაციონალური მოძრაობის“ პროკურატურა, მაგრამ დავდიოდით იქ, როცა გვიბარებდნენ - გედევან ფოფხაძე ნიკა გვარამიაზე

ოთხშაბათი, 15 თებერვალი, 2017 - 13:41

 მე არ მომწონდა „ნაციონალური მოძრაობის“ პროკურატურა, მაგრამ დაკითხვებზე მივდიოდი,როცა მიბარებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფოფხაძე თვლის, რომ სატელეფონო საუბრების თუნდაც ავთენტურობა არ ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას. გედევან ფოფხაძე საგამოძიებო მოქმედებების ერთობლიობაზე საუბრობს და გვარამიას „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებულ პროკურატურას ახსენებს.

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გვიკავშირდებოდნენ და გვიბარებდნენ პროკურატურაში, პირველი კითხვა იყო ასეთი: „რატომ ხართ ოპოზიციაში“. დღეს, ალბათ, ამაზე საუბარი და პარალელების გავლება სასაცილოა. თუ საუბრის ავთენტურობა დადასტურებულია, ეს არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა. საუბრის ჩანაწერი ერთობლიობაში უნდა მოდიოდეს სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად. ის მიდგომა, რომ არ მომწონს პროკურატურა და არ მივალ, ცოტა უცნაურია. არც ჩვენ მოგვწონდა „ნაციონალური მოძრაობის“ პროკურატურა, მაგრამ დავდიოდით იქ, როცა გვიბარებდნენ. სატელეფონი საუბარში მე შეიძლება ვთქვი, რომ მოვკალი კენედი, მაგრამ კენედი 1963 წელს მოკვდა და აქედან გამომდინარე, მე, ცხადია, არ ვარ მკვლელი. გაუგებარია, რატომ არიდებენ თავს დაკითხვაზე მისვლას და რატომ ხდება ეს აჟიოტაჟის საგანი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46