მე ვერ მივიღებ ამ ჯილდოს - ადელი

ოთხშაბათი, 15 თებერვალი, 2017 - 17:29

ლოს ანჯელესში გრემის რიგით 59-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი მომღერალი ადელი გახდა, რომელმაც ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა.

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ადელის სიტყვა, რომელიც მან „საუკეთესო ალბომის“ ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ წარმოსთქვა.

სიტყვით გამოსვლისას ბრიტანელმა მომღერალმა განაცხადა, რომ ამ ჯილდოს ვერ მიიღებს, რადგან მისი აზრით, ამას ბიონსე იმსახურებს.

„მე ვერ მივიღებ ამ ჯილდოს. ძალიან მადლიერი ვარ, მაგრამ ბიონსე, ჩემი ცხოვრების არტისტია. ყველა არტისტი, რომელიც აქ ვართ, გაღმერთებთ შენ. შენ ხარ სინათლე. მე შენ მიყვარხარ, ყოველთვის მიყვარდი და ასე იქნება მუდამ“ - განაცხადა ადელმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44